წესები და პირობები
ფოტო-ვიდეო გადაღება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას მიმდინარეობს ფოტო და ვიდეო გადაღება. აღნიშნული მასალები „ექსპო ჯორჯიას“ მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას ღონისძიების პოპულარიზაციისა და რეკლამირების მიზნით ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში და სხვა მედიაპლატფორმებზე. ღონისძიებაში მონაწილეობით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით თქვენი გამოსახულების გამოყენებას. თუ არ გსურთ, რომ თქვენი ფოტო ან ვიდეომასალა გავრცელდეს, გთხოვთ, წინასწარ აცნობოთ ამის შესახებ ორგანიზატორს ადგილზე.
გმადლობთ
„ექსპო ჯორჯიას“ გუნდი